ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ისრაელი ირანელებს, რომლებიც “გაურკვეველ მომავალზე ღელავენ”, “მოსადთან” დაკავშირებას ურჩევს

18.06.2025 ნახვები: 421

ისრაელი სპარსულ ენაზე გავრცელებულ მესიჯში ირანელებს, რომლებიც “გაურკვეველ მომავალზე ღელავენ”, “მოსადთან” დაკავშირებას ურჩევს. შესაბამის განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

“ირანის ძვირფასო მოქალაქეებო, გვესმის რეჟიმის მიერ შექმნილ მძიმე პირობებში თქვენი რთული მდგომარეობა. ბოლო დღეებში, ბევრი მესიჯი მივიღეთ ადამიანებისგან, რომლებიც ახლანდელ გაურკვეველ მომავალზე ღელავენ. მათაც კი, ვინც საკუთარ თავს როგორც რეჟიმის უსაფრთხოების ინსტიტუტების წევრებად აიდენტიფიცირებენ, ჩვენთან გამოხატეს თავიანთი შიში, სასოწარკვეთა და სიბრაზე იმაზე თუ რა ხდება ირანში და ისრაელის ოფიციალურ პირებთან დაკავშირება მოგვთხოვეს, რათა ირანმა იგივე ბედი არ გაიზიაროს, რაც ლიბანმა და ღაზამ.

მნიშვნელოვანია იმის დაკონკრეტება, რომ ასეთი მოთხოვნებისთვის შესაბამისი ძალა არ ვართ. მაგრამ მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ამ ბმულით “მოსადის” ვებგვერდზე მიგმართოთ.

შესაძლოა ახალი გზა იპოვოთ იქ ვითარების გასაუმჯობესებლად”, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში, რომელსაც თან მიბმული აქვს სადაზვერვო სამსახურის (“მოსადის”) საკონტაქტო გვერდის ბმული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა