ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

ფრიდრიხ მერცი - ირანის წინააღმდეგ ქმედებები ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს

17.06.2025 ნახვები: 409

ისრაელი ბინძურ სამუშაოს აკეთებს ყველა ჩვენგანისთვის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, ინტერვიუში მერცმა აღნიშნა, რომ ის მადლობელია ირანის წინააღმდეგ ისრაელი ქმედებებისთვის, რაც, მისი აღწერით, “ბინძური სამუშაოა, რომელსაც ისრაელი ყველა ჩვენგანისთვის აკეთებს”.

მერცის თქმით, გერმანია ასევე ზარალდება "მოლების რეჟიმით".

“ჩვენც ამ რეჟიმის მსხვერპლნი ვართ. ამ მოლების რეჟიმმა მსოფლიოს სიკვდილი და ნგრევა მოუტანა”, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, თეირანის ლიდერებმა “სიკვდილი და განადგურება მოუტანეს მსოფლიოს თავისი თავდასხმებით, მკვლელობებითა და კაცთაკვლით, ჰეზბოლათი, ჰამასით”.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რადიკალური ისლამური “ჰამასის” 2023 წლის 7 ოქტომბრის ისრაელზე თავდასხმა “არასდროს გახდებოდა შესაძლებელი თეირანის რეჟიმის გარეშე”.

“მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ ფაქტისადმი, რომ ისრაელის არმიასა და ისრაელის მთავრობას ამის გაკეთების გამბედაობა ჰქონდა…

წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმის ტერორს თვეებისა და წლების განმავლობაში დავინახავდით - და მომავალში, შესაძლოა, ბირთვული იარაღით ხელში”, - განაცხადა მერცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ისრაელის არმიას ირანის ბირთვული იარაღის პროგრამის სრულად განადგურების შესაძლებლობა არ გააჩნია, “ვინაიდან, საჭირო იარაღი არ აქვთ, მაგრამ ამერიკელებს აქვთ”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა