ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ისრაელ კაცი - თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, თავიანთი სახლების ევაკუაცია მოახდინონ

16.06.2025 ნახვები: 419

მსურს განვმარტო აშკარა რამ: არ არსებობს განზრახვა, ფიზიკური ზიანი მივაყენოთ თეირანის მოსახლეობას, როგორც ამას მკვლელი დიქტატორი აკეთებს ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, თეირანის მცხოვრებლებს იმ ადგილებიდან ევაკუირება მოუწევთ, სადაც ისრაელი სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავს.

„თეირანის მცხოვრებლები იძულებულები იქნებიან, გადაიხადონ დიქტატურის ფასი და მოახდინონ თავიანთი სახლების ევაკუაცია იმ ტერიტორიებიდან, სადაც საჭირო იქნება თეირანში რეჟიმის სამიზნეებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მცხოვრებლების დაცვას“, - წერს ისრაელ კაცი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა