შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს

ნახვები: 462 გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ხელმეორედ დაიბარეს.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა, ის სხდომაზე ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებითაა დაბარებული, რათა დამატებით კითხვებს უპასუხოს.

ამასთან, მისივე ინფორმაციით, გიორგი გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.

„23 ივნისს ჩვენ გამოვკითხავთ ხელმეორედ გიორგი გახარიას, რომელსაც შეტყობინება უკვე გაეგზავნა. ეს შეტყობინების პროცედურა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია, თუმცა გრძელდება კანონით გათვალისწინებული წესის ზედმიწევნითა და სრულყოფილად დაცვის მიზნით. იმედი მაქვს, რომ გიორგი გახარია დამატებით გამოკითხვაზე გამოცხადდება, იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ჩორჩანის, წაღვლის და სხვა სოფლების თემაზე საუბარი, სადაც მან გვითხრა, რომ ტერიტორიის არცერთი სანტიმეტრი, მისი ამ გადაწყვეტილებით, რომელიც საგუშაგოს განთავსებას შეეხებოდა, ოკუპირებული არ ყოფილაო, თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას არ დაუკარგავს კონტროლიო. ჩვენ მოვისმინეთ წაღვლის მცხოვრებლის განმარტება, სადაც მან თქვა, რომ მთელი ტყე დაკარგა ქვეყანამ, ოკუპანტმა სახელმწიფომ დაიკავა და რუსეთი უფრო მეტად შემოვიდა ქართულ ტერიტორიაზე, ვიდრე მანამდე ჰქონდა ოკუპირებულიო. ეს ახსნა-განმარტებები და ჩვენები ერთმანეთთან რადიკალურად წინააღმდეგობაშია, ამიტომ ჩვენი ვალია, მას დამატებითი კითხვები დავუსვათ. ასევე, კითხვები დაისმება და ეს შეტყობინების წერილში მას ეცნობა, 2012-2025 წლების იმ მონაკვეთთან, როდესაც ის უკვე ოპოზიციაში იყო. ეს არის მისი გადადგომიდან დღემდე პერიოდი, მათ შორის, მისი და მისი პარტიის საქმიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო პარტნიორებთან“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა