უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

გიორგი ვაშაძე - ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება

ნახვები: 563 გიორგი ვაშაძე - ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება

ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ - მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე პროცესები აჩვენებს იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება" სუსტია.

„დაჩქარებული წესით აპირებენ, რომ დაამთავრონ სასამართლო პროცესი. ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ, გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ახლო მომავალში. ეს პროცესები, რომლებიც სასამართლოში მიდის, ძალიან კარგად აჩვენებს თუ როგორი სუსტია რეჟიმი, აბა ძლიერი რომ იყოს პოლიტიკური ოპონენტებისა და ახალგაზრდების დაჭერას შეეცდებოდა? თუ მედიის გაჩუმებასა და საკანონმდებლო ბაზის გაუბედურებას? თუ პოლიციის ზურგს უკან დამალვას? არა, სუსტი რომ არის იმიტომ აკეთებს ამას. მთავარია, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება.

რატომ ეჩქარებათ? არ ვიცი, მოსამართლემ თავი გაიგიჟა, თან ეს მოსამართლე არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი, ქართველი ადამიანი, რომელიც ახლა უნდა სწავლობდეს, ციხეში გაუშვა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა