შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანს სურდა დონალდ ტრამპის მკვლელობა

ნახვები: 485 ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანს სურდა დონალდ ტრამპის მკვლელობა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანს სურდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა.

ამის შესახებ ნეთანიაჰუმ  Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ნეთანიაჰუს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობის ბრძანება პირდაპირ ირანიდან მოდიოდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დადებითად უპასუხა.

„მათ მისი მოკვლა სურთ. ის ნომერ პირველი მტერია. ტრამპი გადამწყვეტი ლიდერია. მან არასოდეს აირჩია ის გზა, რომელიც სხვებმა აირჩიეს – სუსტი მეთოდით მოლაპარაკება მათთან, რაც მისცემდა მათ ურანის გამდიდრების საშუალებას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანს მისი მკვლელობის მცდელობაც ჰქონდა.

„ჩემი საძინებლის ფანჯარას რაკეტა ესროლეს, მაგრამ ააცილეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპზე თავდასხმა ორჯერ განხორციელდა. პირველად 13 ივლისს პენსილვანიის შტატში, როდესაც მხარდაჭერებს მიმართავდა, მეორედ კი 15 სექტემბერს ფლორიდაში, გოლფის კლუბში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის ირანის მოქალაქეს და კიდევ ორ ადამიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა. მედიის ცნობით, შეთქმულების გეგმა მოიცავდა ტრამპის მკვლელობას საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა