ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

დონალდ ტრამპი - ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, ვიდრე არაფერი დარჩება იმისგან, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი, გააკეთეთ ეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის

13.06.2025 ნახვები: 430

ირანმა შეთანხმება უნდა დადოს, ვიდრე არაფერი დარჩება იმისგან, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი, უბრალოდ გააკეთეთ ეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანს შეთანხმების დადების შანსი მისცა, მაგრამ ირანმა ეს არ გააკეთა.

„მე ვუთხარი მათ, რომ ეს გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე ყველაფერი, რაც იცოდნენ, ელოდნენ ან უთხრეს, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე სასიკვდილო სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს, და, რომ ისრაელს ეს დიდი რაოდენობით აქვს და კიდევ ბევრი რამე მიეწოდება, თან იციან, როგორ გამოიყენონ ეს. ზოგიერთი ირანელი მკაცრი ხაზის მომხრე მამაცურად საუბრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ისინი ახლა ყველანი მკვდრები არიან და ეს მხოლოდ უარესობისკენ წავა! უკვე მოხდა დიდი სიკვდილიანობა და ნგრევა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, ეს ხოცვა-ჟლეტა, რომელიც უკვე დაგეგმილი შემდეგი თავდასხმებით კიდევ უფრო სასტიკი იქნება, დასრულდეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა