ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ანდრო ჭიჭინაძე - გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი

13.06.2025 ნახვები: 415

ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს - ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი, - ამის შესახებ პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე დამოკიდებულია გამბედაობაზე და გამბედავ ადამიანებზე.

„რაც შეეხება სასამართლო სისტემას, რომელიც ადამიანების ბედს წყვეტს, ეს სასამართლო სისტემა წინა მთავრობის დროს შეიქმნა. გადასარევად გვახსოვს წინა მთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი. ეს ცუდია სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში, ადამიანისთვის. თუ სასამართლო ობიექტური არ იქნება, არაფერი ობიექტური არ იქნება და ქვეყანაში სულ არეულობა იქნება. ამიტომ მგონია, რომ დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები“, - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ჭიჭინაძემ პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულ 21 წლის მათე დევიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პირველ რიგში, მინდა სოლიდარობა გამოვხატო მათე დევიძეს მიმართ. ძლიერი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, რამდენი ხანიც მოუწევს საპატიმროში ყოფნა, ძლიერად და მხნედ იქნება, ეს უკვე ჩანს. პირველ რიგში, მე გამძლეობას ვუსურვებ მას“, - აღნიშნა ანდრო ჭიჭინაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა