ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ფრიდრიხ მერცი - ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი არსებობა

13.06.2025 ნახვები: 410

ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავისი არსებობა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და გერმანიის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომა მოიწვია.

„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას საკუთარი არსებობა და მოქალაქეების უსაფრთხოება. ირანი კვლავ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს. ეს ბირთვული პროგრამა არღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, განსაკუთრებით, ისრაელს“, – განაცხადა მერცმა.

მერცმა მოუწოდა ორივე მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ შემდგომი ესკალაცია და მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა