ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა

13.06.2025 ნახვები: 421

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებილი თავდასხმები მის „საშინელ ბუნებას“ ავლენს.

 „ისრაელი უნდა ელოდოს მკაცრ პასუხს ამ თავდასხმის შემდეგ. დღეს გამთენიისას სიონისტურმა რეჟიმმა საშინელი დანაშაული ჩაიდინა ჩვენს მიწაზე. მან საკუთარი ბოროტი არსი გამოავლინა, როცა საცხოვრებელ უბნებს დაესხა თავს. ახლა ის უნდა ელოდოს მკაცრ სასჯელს. ღმერთის ნებით, ირანის შეიარაღებული ძალების ძლიერი ხელი ამას უპასუხოდ არ დატოვებს. “თავდასხმის შედეგად რამდენიმე ჩვენი გენერალი და მეცნიერი დაიღუპა. მათი საქმე დაუყოვნებლივ გაგრძელდება მათი მემკვიდრეების მიერ. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა საკუთარი მომავლის ბნელი და მტკივნეული ბედი განაჩენად დაიწერა – და ის ამას აუცილებლად მიიღებს,“ - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
 
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ისრაელის მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ორივეს – ისრაელს და შეერთებულ შტატებს თანაბრად აკისრებს.
 
„სიონისტური რეჟიმის აგრესიული ქმედებები ირანის წინააღმდეგ შეუძლებელი იქნებოდა შეერთებული შტატების კოორდინაციისა და თანხმობის გარეშე. შესაბამისად, აშშ-ის მთავრობა, როგორც ამ რეჟიმის მთავარი მხარდამჭერი, აგებს პასუხს ისრაელის ავანტიურიზმის საშიშ შედეგებზე”,- ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ შეერთებული შტატები ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აშშ და ისრაელი დარტყმებისთვის „დიდ ფასს“ გადაიხდიან.

„შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, - განაცხადა შეკარჩიმ.

შეგახსენებთ, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა