კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

ნახვები: 482 აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს

მსჯავრდებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.

თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრება სიმბოლურია, რადგან 19 ნოემბერს მათე დევიძე ფილარმონიასთან დააკავეს. დიდ საკონცერტო დარბაზთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე მყოფ მოქალაქეებსაც ერთ ლოკაციაზე, ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები.

21 წლის მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა