ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია

კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, სასამართლოს მეშვეობით ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს

ნახვები: 461 კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა, სასამართლოს მეშვეობით ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს

კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მეშვეობით ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 77 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.

ინიციატორთა განმარტებით, აღნიშნული კანონის მიღებით, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოადგენს, რეგულაციების ეფექტიანად აღსრულების შესაძლებლობა მიეცემა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონი მაუწყებლების დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ აკრძალვებს ადგენს. კერძოდ, აკრძალულია მაუწყებლის დაფინანსება ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ. ასევე, აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება. აღნიშნულის აღსრულებას კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისია უზრუნველყოფს.

როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციის ეფექტიან აღსრულებას აღმასრულებელი ორგანოსთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, ხოლო იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას კანონის მიზანი და მოხდეს მისი აღსრულება, საჭიროა აღსრულების სათანადო მექანიზმების არსებობა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა