ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ლუკა ხარატიშვილი – ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებაში წვლილი შევიტანე

12.06.2025 ნახვები: 343

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეკარე ლუკა ხარატიშვილი პოლონეთის 21-წლამდელებთან ევრო 2025-ის პირველი მატჩის (2:1) ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. მან გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მათ შორის ბოლო წუთზეც, როდესაც კარის წინ დარჩენილ პოლონელ შემტევს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

„ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვეთ. სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და ამ წარმატებით ყველანი ბედნიერები ვართ.

რაც შეეხება ჩემს მიერ ბოლოს მოგერიებულ დარტყმას – ეს ძალიან ემოციური მომენტი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის გამარჯვებაში წვლილი შევიტანე.

შემდეგი მატჩისთვისაც სრული სერიოზულობით მოვემზადებით, ზუსტად ისე, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. ჯერ ფრანგების თამაში დეტალურად არ გვინახავს, მაგრამ აუცილებლად განვიხილავთ მათ პლუსებსა და მინუსებს.

პენალტის დარტყმის წინ პოლონელ მოთამაშეს რაც ვუთხარი? აქამდე პენალტებს მათი შვიდი ნომერი ასრულებდა – ერთხელ შუაში დაარტყა და მაშინ გააცუდა. არ მეგონა, ახლაც იმავენაირად თუ შეასრულებდა, მაგრამ ვეუბნებოდი, „ვიცი, რას გააკეთებ“. საბოლოოდ, მაინც შუაში დაარტყა“, – აღნიშნა ხარატიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები შემდეგ მატჩს 14 ივნისს საფრანგეთთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა