ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩში პოლონეთი დაამარცხა

12.06.2025 ნახვები: 344

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სასტარტო შეხვედრაში პოლონეთს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ჟილინას სტადიონზე გამართულ მატჩში ახალგაზრდა „ჯვაროსნებს“ ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაკლდა სამი ცენტრალური მცველი: საბა გოგლიჩიძე, ლუკა ლაცაბიძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე. მათ არყოფნაში რამაზ სვანაძემ ძირითად შემადგენლობაში დიდი ხნის უთამაშებელი საბა საზონოვი დააყენა.

პირველი ტაიმი პოლონელების უპირატესობით დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ პატრიკ პედას დარტყმის შემდეგ ლუკა ხარატიშვილმა გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა. ქართველი ფეხბურთელები ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ – პირველად პოლონელების კარს ირაკლი აზაროვმა შეუტია, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

55-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ პოლონელების მცველმა ბურთი ვერ მოიგერია და კარის წინ მყოფმა ნოდარ ლომინაძემ ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. 73-ე წუთზე მსაჯმა პოლონელების სასარგებლოდ პენალტი დანიშნა და იაკუბ კალუზინსკიმ წონასწორობა აღადგინა.

90+4-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევა ვასილიოს გორდეზიანმა გოლით დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრებს პირველი გამარჯვება და სამი ქულა მოუტანა.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში საფრანგეთმა და პორტუგალიამ ფრედ ითამაშეს (0:0) და საქართველოს ნაკრები პირველი ტურის შემდეგ პირველ ადგილზეა.

ქართველი ფეხბურთელები მომდევნო მატჩს 14 ივნისს საფრანგეთის ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა ჟილინაში 23:00 საათზე დაიწყება.


პოლონეთი – საქართველო      1:2


გოლი: 0:1 ლომინაძე (55). 1:1 კალუზინსკი (73 – პენალტით). 1:2 გორდეზიანი (90+4. მაისურაძის პასით).

პოლონეთი: ტობიაში, მარჩუკი, პედა, მოსორი, გურგული, პირკა (65. შმიტი), კოზლოვსკი (64. პინკო), კალუჟინსკი, კოზუბალი (90+5. ვლენგოვსკი), ფორნალჩიკი (82. რაკოცი) – შმიჩაკი (64. ბოგაჩი).

მწვრთნელი: ადამ მაევსკი

სათადარიგოები: ტრელოვსკი, აბრამოვიჩი, მატისიკი, ბეიგერი, ლუბერეცკი, კოვალჩიკი, სმოლარჩიკი.

მწვრთნელი: ადამ მაევსკი

საქართველო: ხარატიშვილი, მაისურაძე, ხვადაგიანი, საზონოვი, აზაროვი, ლ. გაგნიძე (90+6. ოდიშვილი), ლომინაძე (66. ო. მამაგეიშვილი), სიგუა (80. გორდეზიანი), აბუაშვილი (66. გ. მამაგეიშვილი), ოდიშარია (80. ეგოიანი), კვერნაძე.

სათადარიგოები: მაქაცარია, თანდილაშვილი, იაკობიძე, ოსიყმაშვილი, მამაცაშვილი, ბედოშვილი, მორჩილაძე,

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გაფრთხილება: აზაროვი (6). მარჩუკი (26). მაისურაძე (49). კვერნაძე (68). გ. მამაგეიშვილი (73). პენკო (73). ლ. გაგნიძე (75).

არბიტრი: ა. დუდიჩი (შვეიცარია)

1tv.ge

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა