ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ნანუკა ჟორჟოლიანი - მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუქზე” დაწერილი “სტატუსის” გამო

12.06.2025 ნახვები: 418

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუქზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

“ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუქზე” დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის.

მოსამართლეა ნინო ენუქიძე”, - წერს ჟორჟოლიანი.

მოგვიანებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა კიდევ ერთი "პოსტი" გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სასამართლოში დაბარებულები არიან ასევე, ტელეწამყვანები - ვახო სანაია და ვიკა ბუკია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი - ელენე ხოშტარია და აქტივისტი - ანა სუბელიანი.

"სარჩელი დღეს შევიდა, პროცესები სასწრაფოდ ხვალვე დანიშნეს. რვის ნახევარზე დაგვირეკეს, როცა სასამართლო წესით აღარ უნდა მუშაობდეს.რატომ? ჩემი აზრით, ცდილობენ, მათე დევიძის ხვალინდელი სასამართლო გადაფარონ. ამიტომ, ხვალ მთელი დღე მთავარი თემა უნდა იყოს მათე! ხვალინდელი ფოკუსი უნდა იყოს მის პროცესზე", - წერს ჟორჟოლიანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა