პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ერთადერთი მიზეზი, რატომაც აგრძელებენ სასამართლოს, საპოლიციო ძალების მობილიზება აღარ უნდათ მეორედ - ჯაფარიძე

22.05.2025 ნახვები: 504

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ მერე , - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შესვენების დროს ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, დაცვის მხარემ რამდენჯერმე მოითხოვა თეა წულუკიანის დაკითხვა, თუმცა, წულუკიანამდე ამბავი არც მიაქვთ, რადგან „ვერ ბედავენ და სასამართლოშივე ჩეხენ ამ ამბავს“.

„ყველა შუამდგომლობა, რომელიც ჩვენმა მხარემ დააყენა, არც ერთი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ყველა შუამდგომლობას, რომელსაც ისინი აყენებენ, ცხადია, მოსამართლე აკმაყოფილებს. თუმცა, ჩვენც გვაქვს შუამდგომლობები, მათ შორის, გირაოს გაუქმებაზე, ისინი ალბათ მერე დააყენებენ პატიმრობაზე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ის ხდება, რასაც ველოდით.

თეა წულუკიანის დაკითხვაზე შუამდგომლობა მანამდეც გვქონდა დაყენებული, რამდენჯერმე მივმართეთ და ყოველ ჯერზე სასამართლომ უარი თქვა. წულუკიანამდე არც მისულა ეს ამბავი, ვერც ბედავენ, რომ მიიტანონ, აქვე ჩეხენ მაგ ამბავს და აქვე ამბობენ უარს. ამბავი ის იყო, რომ წულუკიანი მოსულიყო და აქედან იქნებოდა კითხვა, მე რატომ მიბარებენ საერთოდ.

ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახლა სასამართლოს აგრძელებენ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ), ამ ხალხის მოყვანა და მობილიზება ამ საპოლიციო ძალების აღარ უნდათ მეორედ იმიტომ, რომ პრემიები უნდა ურიცხონ მერე. ამათმაც და მოსამართლემაც იციან რომ დღეს უნდა გადაწყვიტონ, მეორედ ამ ხალხის მობილიზების თავი აღარ აქვთ“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ პროტესტი გაგრძელდეს, რადგან გარედან უნდა ჩანდეს, რომ ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის.

„წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და რუსთაველზე საღამოს. რუსთაველზე სიარული არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ამბავი. გარედან რომ შეხედავენ ამ ამბავს, წინააღმდეგობა უნდა ჩანდეს, უნდა ჩანდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა