Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 920 over past day
Merz, Carney discuss security guarantees for Ukraine
Russian drones strike outskirts of Sumy, infrastructure damaged
Putin afraid to meet Zelensky – Canadian PM
Ukraine, Russia swap letters from POWs
Another Ukrainian child returned from temporarily occupied territories
War update: 130 clashes on frontline, intense fighting in Pokrovsk, Lyman sectors
Trump warns Russia of economic war if peace with Ukraine fails

ჯო უილსონი „MEGOBARI აქტის“ ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას აქვეყნებს

07.05.2025 ნახვები: 410

ჯო უილსონი “MEGOBARI აქტის” ფარგლებში დასასანქცირებელ ქართველ პირთა სიას ავრცელებს. ინფორმაციას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და “MEGOBARI აქტის” ავტორი, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ასაჯაროებს.

“MEGOBARI აქტი მიღებულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში და ამერიკის მოძულე ივანიშვილის მაფიოზური ხროვა გაფრთხილებულ უნდა იქნას! მხარი დაუჭირეთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ან შედეგების წინაშე დადექით”, - წერს უილსონი.

ის ასევე აქვეყნებს “საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებაში ბიძინა ივანიშვილის ხელშემწყობთა სიას”, რომლებიც “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს, ქართული სახელმწიფოს მიტაცებასა და ქვეყნის ჩინეთის, ირანისა და რუსეთის სამსახურში დაყენებაში ეხმარებიან”.

"აღმასრულებელი და სამართალდამცავი ორგანოები:

ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი),

კახა კალაძე (თბილისის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი),

ირაკლი ღარიბაშვილი (“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე),

ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი),

ანრი ოხანაშვილი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი),

პაატა სალია (იუსტიციის მინისტრი),

მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი),

სულხან თამაზაშვილი (აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი).

საკანონმდებლო:

შალვა პაპუაშვილი (პარლამენტის სპიკერი),

ნინო წილოსანი (პარლამენტის სპიკერის მოადგილე),

მამუკა მდინარაძე (საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი),

ვიქტორ ჯაფარიძე (პარლამენტარი, პროპაგანდისტული არხი PosTV-ის მფლობელი),

დიმიტრი (დიტო) სამხარაძე (პარლამენტარი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი),

თეა წულუკიანი (პარლამენტარი).

სასამართლო:

მიხეილ ჩინჩალაძე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),

დიმიტრი გვრიტიშვილი (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი),

გიორგი მიქაუტაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),

ლევან თევზაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),

ირაკლი შენგელია (თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე),

რევაზ ნადარაია (საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე).

საკვანძო ინსტიტუტები:

გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორი),

კარლო (კოკა) კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი),

გიორგი კალანდარიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე),

გიორგი ჯავახიშვილი (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი),

რაჟდენ კუპრაშვილი (ანტიკორუფციული ბიუროს მეთაური),

ნათია თურნავა (ეროვნული ბანკის პრეზიდენტი).

ბიზნესი:

უჩა მამაცაშვილი,

ივანე (ვანო) ჩხარტიშვილი,

ალექსანდრე ივანიშვილი,

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე,

ნოშრევან ნამორაძე.

პროპაგანდა:

ირაკლი რუხაძე (მთავარი პროპაგანდისტული არხის Imedi TV-ის მფლობელი),

ლაშა ნაცვლიშვილი (პროპაგანდისტული არხის PosTV-ის დამაარსებელი),

ვასილ მაღლაფერიძე (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარე), თინათინ ბერძენიშვილი (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი),

კახი ბექაური (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე)", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც უილსონი აქვეყნებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა