ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა - როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს
ჯო უილსონი - პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წამოყენების თავხედობა უხამსობაა
დაკავებულია პირი, რომელმაც ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა
ლევან ხაბეიშვილი ოქრუაშვილის დაკავებაზე - კრიმინალები ქუჩაში დადიან და ესენი ციხეში უშვებენ აქტივისტებს, მსახიობებს, წესიერ, პატრიოტ ადამიანებს
პროკურატურამ "იმედის" თანამშრომლის შაკო ნათენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან
შენ იცი, მთავარია გჯეროდეს - თიბისის გზავნილი ახალ თაობას
თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

გიორგი გახარია - სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ

14.04.2025 ნახვები: 459

სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც 20 ივნისის მოვლენებზე კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას უპასუხა.

გახარიას განმარტებით, მან მხოლოდ ცრემლსადენის გაზის და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა.

„ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს - გავეცი მე. სხვა შემთხვევებში, სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმში,“ - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე: ვინ გასცა სპეციალური საშუალებების [რეზინის ტყვიების] გამოყენების ბრძანება, გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, ვინ გასცა სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება.

„მე რომ მცოდნოდა, [ჩემთვის] ცნობილი რომ ყოფილიყო, რომ ასეთ ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა, მე ამას დაკითხვის დროს, გამოძიებას შევატყობინებდი,“ - განაცხადა გახარიამ.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვაზე, თუ რა თანმიმდევრობით გამოიყენა სხვადასხვა საშუალებები, რომელზეც მან გასცა ბრძანება, გახარია პასუხობს, რომ ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ კი ჭავლი.

„ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც არის პოლიციის შესახებ კანონში. ჯერ ცრემლსადენი გაზი, შემდეგ წყლის ჭავლი,“ - განაცხადა გახარიამ.

წულუკიანის კითხვაზე, თუ რა მომენტში იქნა გამოყენებული ტყვიები, გახარია პასუხობს, რომ „სადღაც შუაში, ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის“.

„როგორც მახსოვს, ეს მოხდა სადღაც შუაში. [ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის?] დიახ,“ - განაცხადა გახარიამ.

კითხვაზე, რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით სხვამ გასცა თუ არა ბრძანება, გახარია პასუხობს, რომ ამის შესახებ მან არ იცის.

"შესაბამისად, სხვას თქვენს ადგილას ასეთი ბრძანება არ გაუცია?" - მიმართა წულუკიანმა გახარიას, რაზეც შს ყოფილმა მინისტრმა უპასუხა: "შესაბამისად, ამის შესახებ მე არ ვიცი".

"ეჭვი გაქვთ, რომ სხვამ გასცა? შინაგან საქმეთა მინისტრი იყავით..." - საპასუხოდ ისევ ჰკითხა წულუკიანმა, რაზეც გახარიას ამჯერად ასეთი პასუხი ჰქონდა: "მე არაფერი არ მაქვს. მე ვამბობ, რომ შესაბამისად, არ ვიცი.“

გარდა ამისა, წულუკიანმა გახარიას ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა ოპერაციის მართვის პერიოდში, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, შემდეგ კი პარლამენტში გადაინაცვლა. ამასთან, გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს, პარლამენტი „ქართული ოცნების“ წევრებისგან დაცლილი იყო.

„ნაწილობრივ სამინისტროდან, შემდეგ პარლამენტში, რომელიც დაცლილი იყო, სხვათა შორის. გატენილი იყო „ნაცებით“ და „ქართული ოცნების“ არც ერთი წარმომადგენელი აქ არ იყო. შემდეგ ძლივს ვეძებეთ და ესე ცალ-ცალკე ვეცადეთ, რომ „ოცნების“ წარმომადგენლები შენობაში დაგვებრუნებინა. ესეც სიმართლეა,“ - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა