დონალდ ტრამპი - ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, მოიკრიბეთ ცოტაოდენი გამბედაობა, წადით ჰორმუზის სრუტეში და აიღეთ საწვავი
ელისო კილაძე - თვე და 2 დღეა სრულ იზოლაციაში ვარ, მიმოწერები, პაემნის და ზარების უფლება აკრძალული მაქვს
საქართველოში ირანის ელჩი - როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს
რუსეთის დაზვერვა - მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს
თამარ ჩერგოლეიშვილი - იგეგმება აშშ-ში ვიზიტი
ბაჩო ახალაია - შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გაიქცევა, მაგრამ ჩამოვიყვანთ და ამ სასამართლოში მოვიყვანთ
„ოპოზიციის ალიანსი“ „ეროვნული მობილიზაციის“ ორ თვიან კამპანიას იწყებს
მარკო რუბიო - აშშ-ის გარეშე ნატო არ არსებობს

მამუკა ხაზარაძე - ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა

12.04.2025 ნახვები: 523

ღალატის სხვანაირი ანატომია ვნახეთ დღეს! ისტორიას რომ არ ახსოვს, ისეთი ღალატის! - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, ანწუხელიძის შეურაცხყოფით, "რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა".

"ასე იქცევიან დღეს რუსეთის მონობაში მყოფი ივანიშვილი და მისი ხელქვეითები - მოღალატეობრივად ცდილობენ კრემლის კარზე დაბრუნებას და ქართველი ხალხისთვის ღირსების აყრას! ანწუხელიძის შეურაცხყოფით, რუსულმა ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ყველა გზა მოიჭრა ქართველ ხალხთან მისასვლელად! ამას აუცილებლად გაეცემა საკადრისი პასუხი! ხალხი გმირების შეურაცხყოფას არ პატიობს! ის რაზეც დგას ქართული სახელმწიფო, ის რაზეც დგას ეროვნული იდეა და საქართველოს დამოუკიდებლობა, ხელშეუხებელია!" - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა: “მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა