კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
არჩილ იაკობაშვილი - რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ

მიხეილ ჯანელიძე - „ქართულმა ოცნებამ“ თავისუფლების და ერთიანობის დღეც კი, საზოგადოებასთან დასაპირისპირებლად და გასახლეჩად გამოიყენა

09.04.2025 ნახვები: 870

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს და ქართველი ხალხის თავისუფლების და ერთიანობის დღეც კი, საზოგადოებასთან დასაპირისპირებლად და გასახლეჩად გამოიყენა- „ქართული ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას, ის შესულია ავტოკრატიულ სპირალში,- ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დღეს, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მიხეილ ჯანელიძე წერს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, რისთვისაც საზოგადოების მკაფიო მოთხოვნა არსებობს.

„ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს და ქართველი ხალხის თავისუფლების და ერთიანობის დღეც კი, საზოგადოებასთან დასაპირისპირებლად და გასახლეჩად გამოიყენა.

„ქართულმა ოცნებამ“, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები აგენტებად შერაცხა და საბჭოთა „კაგებესთან“ გაათანაბრა, ნაცვლად იმისა, რომ გაებედა და მათ დალაპარაკებოდა, მოესმინა და დღეს მაინც ეცადა, რომ საზოგადოების გასაერთიანებლად ნაბიჯი გადაედგა.

ყველაზე მძიმე და რთული ამ მდგომარეობაში არის ის, რომ „ქართული ოცნების“ არცერთმა წევრმა, თავისუფალი საზოგადოებისკენ გადასადგმელი ნაბიჯის სივრცე არ დაიტოვა.

ყველა კარგად ვხედავთ, რამდენად რთულია საერთაშორისო გარემო დღეს. შიდა გახლეჩილობა და პარტნიორებისგან იზოლაცია დამღუპველია ჩვენი თავისუფლებისთვის, იმ დიადი მიზნისთვის, რომელსაც შეეწირა საქართველოს მრავალი მოქალაქე 9 აპრილს და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დღემდე.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამისთვის, არსებობს საზოგადოების მკაფიო მოთხოვნა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება თავისუფალ გარემოში.

„ქართული ოცნება“ არ აპირებს უკან დახევას, ის შესულია ავტოკრატიულ სპირალში და ამ მდგომარეობიდან გამოყვანა მხოლოდ საზოგადოების ერთობას შეუძლია.

„ქართული ოცნების“ მომხრემ, თუ მოწინააღმდეგემ, უნდა გაიაზროს ის პასუხისმგებლობა, რაც თან ახლავს საზოგადოების გახლეჩას და მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მოთხოვნების შესრულება.

ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, რომელიც ოჯახის საერთო ინტერესებით უნდა იმართებოდეს და არა თვითმარქვია ოჯახის უფროსის მიერ ოჯახის წევრების გარიყვით“,- წერს მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქზე“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა