გერმანიის საგარეო უწყება - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის შესახებ ცრუ ნარატივები და შეცვალოს მიმდინარე პოლიტიკური კურსი
დონალდ ტრამპი - ცხოველი, რომელმაც ასე ძალადობრივად მოკლა ახალგზარდა უკრაინელი ქალი, სწრაფად უნდა გაასამართლონ და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ
დონალდ ტრამპი - რა ხდება რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით? დაიწყო!
თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება!
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, სექტემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
დონალდ ტუსკი - ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების 19 შეჭრა დაფიქსირდა - პოლონეთმა ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედება მოითხოვა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსული დრონებით პოლონეთისა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა ვიხილეთ
ალეკო ელისაშვილი - ვაკეში სპორტის აკადემია არსებობას ასრულებს, თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერის გამო

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს

26.03.2025 ნახვები: 399

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, კომისარი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გამოსცემს.

კომისარი შეშფოთებას გამოხატავს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს.

„კომისარი აღნიშნავს, რომ ბევრი ცვლილება კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შეუთავსებელია და რეკომენდაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კანონებში ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია მემორანდუმში.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

„ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის მზარდ რთულ პირობებს ასახავს. კომისარმა უკვე განაცხადა, რომ მისი წინასწარი დაკავება გაუმართლებელია“, - აღნიშნულია მემორანდუმში.

ასევე, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ, მათ შორის, მღელვარების გამომწვევი რიტორიკის გამო, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობის გამო. კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რიგ რეკომენდაციებს ასახელებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმების რეკომენდაციას გასცემს.

აღნიშნულის შესახებ მაიკლ ო'ფლაერტი ს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ მემორანდუმშია საუბარი და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით რამდენიმე რეკომენდაციაა დასახელებული.

კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ, მათ შორის, მღელვარების გამომწვევი რიტორიკის გამო, რომელიც „მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ“, ასევე, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობის გამო“. კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რიგ რეკომენდაციებს ასახელებს, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს.

გარდა ამისა, კომისარი შეშფოთებულია LGBTI პირების წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც.

„ხელისუფლებამ LGBTI პირების ყოველგვარი სტიგმატიზაცია უნდა შეწყვიტოს და შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიება უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი.

კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი უნდა გააუქმოს, რომელიც LGBTI პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განახორციელოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა