უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე - მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ

ნახვები: 562 მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე - მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და "ამ ცირკში მონაწილეობას" არ აპირებს. როგორც ხაზარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, არასდროს გაქცევია მართლმსაჯულებას. ის ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.

„დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღე - “სიგნალში”. მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი „ნაციონალური მოძრაობის“ - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს. კარგად გამოჰკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული "ნაცების" მხარდაჭერაში. ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის "ნაცმოსამართლე" და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ "ოცნების" რიგებში.

ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ! ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.

სამწუხაროა, რომ "ოცნება" ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს. აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ. ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!

P.S “ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში "ოცნების" მხრიდან ცილისწამებაზე. დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა დღეს იმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა