ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ევროკავშირის ლიდერები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობენ

ნახვები: 697 ევროკავშირის ლიდერები ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობენ

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი მზად იქნება საპასუხო ქმედებისთვის, თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ევროპულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

„თუ ევროპას ვაჭრობის კუთხით თავს დაესხმებიან, მოუწევს რეაგირება მოახდინოს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ტარიფი „ცუდი იქნება როგორც აშშ-სთვის, ასევე ევროპისთვის“ და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის აუცილებლობას ამ სიტუაციის მოსაგვარებლად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს „სრულიად არასაჭირო და სულელური სატარიფო ომები“ და რომ სასტიკი პარადოქსი იქნება, თუ ბლოკი იძულებული გახდება, დიდი ხნის მოკავშირესთან სავაჭრო ომში ჩაერთოს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ხაზი გაუსვა, რომ ის არასდროს დაუჭერს მხარს მოკავშირეებს შორის დაპირისპირებას, თუმცა თუ შეერთებული შტატები ტარიფებს დააწესებს, ევროპას ერთიანი და მტკიცე პასუხის გაცემა მოუწევს.

„თუ აშშ ევროპას მკაცრ ტარიფებს დაუწესებს, კოლექტიური და მტკიცე პასუხის გაცემა დაგვჭირდება“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუქს ფრიდენმა განაცხადა, რომ „ტარიფებზე პასუხი არის პასუხის გაცემა იგივე ქმედებით“.

ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საიმონ ჰარისის თქმით, დონალდ ტრამპი მნიშვნელოვან გამოწვევებს შეუქმნის ირლანდიას და ევროპას, თუ ის აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, როგორც ეს კანადასა და მექსიკასთან დაკავშირებით გააკეთა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა სავაჭრო ომის თავიდან ასაცილებლად აშშ-ის ადმინისტრაციასთან უნდა იმუშაოს.

„ირლანდია ევროკავშირის ცენტრშია და ევროკავშირზე ნებისმიერი ტარიფების დაწესება მნიშვნელოვან გამოწვევებს შექმნის. ევროპამ უნდა იმუშაოს და იმუშავებს კიდეც კოლექტიურად და შეერთებულ შტატებთან ერთად, რათა თავიდან აიცილოს ასეთი ვითარება და, საჭიროების შემთხვევაში, შეამსუბუქოს მიღებული ზომები“, - აღნიშნა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა.

ფინეთის პრემიერ-მინისტრის პეტერი ორპოს განცხადებით, ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების გამართვას.

„ჩვენ მზად ვართ. ტრამპთან მოლაპარაკებები უნდა გავმართოთ. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ომის დაწყებას არ ვაპირებ, მე მსურს მოლაპარაკებების დაწყება“, - აღნიშნა პეტერი ორპომ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროკავშირს ტარიფები დაუწესდება. „შემიძლია გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებით. არ ვიტყოდი, რომ არსებობს ვადები, მაგრამ ეს საკმაოდ მალე იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა