ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა!

ნახვები: 706 სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა!

„ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია,- ასე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს გამარჯვება ეძღვნება „ბათუმელების“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს.

„ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვნის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება წარდგენაში. ამ სერიოზულმა ძალისხმევამ განაპირობა საქართველოს ორმაგი გამარჯვება: ერთის მხრივ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ევროსაბჭოს ასამბლეის წევრი, და მაშასადამე ქვეყანა უფრო ღრმა იზოლაციაში არ შევიდა, “ოცნების” მზაკვრული გეგმების მიუხედავად. ამავდროულად ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლის გათვალისწინებით, მიღებული გადაწყვეტილება დროებითი და პირობითი ხასიათისაა და წარმოადგენს პოლიტიკურ მკაცრ გაფრთხილებას მმართველი გუნდის მისამართით: 3 თვე ეძლევა მას, რათა შესრულდეს ძირითადი მოთხოვნები: პოლიციის ძალადობის აღმოფხვრა, პატიმრების განთავისუფლება და საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნა… “ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულ საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია!

ეს დღე და ეს გამარჯვება ეძღვნება მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა პატიმარს!“,- წერს ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა