ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

საფრანგეთი უკრაინას "მირაჟებს" გადასცემს

ნახვები: 708 საფრანგეთი უკრაინას "მირაჟებს" გადასცემს

ფრანგული Mirage 2000-5 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინაში უახლოეს მომავალში - მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოს გამოჩნდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ განაცხადა.

„მალე უკრაინის თავზე ფრანგული „მირაჟები“ იფრენს“, - განაცხადა ჟან ნოელ ბარომ.

მისი თქმით, მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინაში პირველი კვარტალის ბოლოს გამოჩნდება, როგორც ეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა 2024 წლის ივნისში განაცხადა, რომ უკრაინისთვის Mirage 2000 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთი ქვეყანას პირველ ეტაპზე 6 თვითმფრინავს გაუგზავნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა