საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

გიორგი გახარია - თუ გიორგი ბაჩიაშვილი პროტესტს აფინანსებს, მხოლოდ მადლობას ვეტყვი

24.01.2025 ნახვები: 670

ივანიშვილმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს - როგორც კი საკითხი თავის ფულსა და ბიტკოინებს შეეხო, ივანიშვილმა პროკურატურა იხმარა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის ნდობა არ არსებობს, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სოლიდარულია.

„თუ გიორგი ბაჩიაშვილი პროტესტს აფინანსებს, მხოლოდ და მხოლოდ მადლობას ვეტყვი მას ამისთვის, რადგან დღეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ სხვაობებს. ჩვენ უნდა დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო.

ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა ზუსტად ორ კვირაში აამოქმედა და გამოიყენა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს და არანაირი რეაქცია არაა. როგორც კი საკითხი თავის ფულსა და ბიტკოინებს შეეხო, პროკურატურა გამოიყენა, იხმარა ზუსტად ისე, როგორც მის ფინანსურ ინტერესებს სჭირდებოდა და დაიწყეს დევნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ, როდესაც არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პროკურატურის, რომელიც დასისხლიანებულ ადამიანებზე მალავს მტკიცებულებებს; იმ მართლმსაჯულების სისტემის, რომელიც მოძალადეებს ნიღბის წამოცმის შესაძლებლობას აძლევს, რომ უდანაშაულო ადამიანები სცემოს, რა თქმა უნდა, სოლიდარული ვიქნები, მხარს დავუჭერ გიორგი ბაჩიაშვილს და მადლობას ვეტყვი მას, თუ ის აფინანსებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა