ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ვიკა ფილფანი - ბათუმში, „ოცნების“ რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე

ნახვები: 704 ვიკა ფილფანი - ბათუმში, „ოცნების“ რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე

„ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია და მათ აუცილებლად მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობა თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე - მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და თავისუფლება, რომელიც ჩვენი უდიდესი ძალაა, - ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვიკა ფილფანმა ბათუმში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 11-12 იანვარს, ბათუმში, "ოცნების" რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე - „სისასტიკე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ“.

ფილფანის განცხადებით, მისი პარტიის მოთხოვნაა უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება.

„11-12 იანვარს, ქალაქ ბათუმში, „ოცნების“ რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე - სისასტიკე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ. რეჟიმმა უკანონოდ დააკავა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე, ასევე არაერთი ახალგაზრდა და ჟურნალისტი, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.

უკვე თვეზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში, მშვიდობიანად აპროტესტებენ უსამართლობას. ქართველი ხალხის ერთიანობის შედეგად "ოცნების" არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. თუმცა, ამ საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რეჟიმი ყოველდღიურად მიმართავს უკანონო დაკავებებს. უდანაშაულო ადამიანები იქცნენ ტყვეებად, რადგან „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს დაშინებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ეს მოვლენები არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ოცნების“ მავნებლური რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით იბრძვის თავისუფალი აზრის წინააღმდეგ. ისინი აცნობიერებენ, რომ ახალგაზრდების დამორჩილება ყველაზე რთულია, რადგან ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომლებიც არ უშინდებიან უსამართლობას და სჯერათ ევროპული მომავლის შექმნის, იმ მომავლის, რომელსაც დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება გვართმევს.

თუმცა ამ ბრძოლაში, ძალადობა, ზეწოლა და მუქარა ვერ გაგვაჩერებს! ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთიანობა, სოლიდარობა და ხმამაღლა თქმული - არა ძალადობას, არა უსამართლობას, არა მოძალადე რეჟიმს, არა არალეგიტიმურ “ოცნებას”!

ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნაა:

  1. ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
  2. ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება, რომელიც მისცემს ხალხს ნდობის აღდგენის შესაძლებლობას.

"ოცნების" ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია და მათ აუცილებლად მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობა თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე.

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და თავისუფლება, რომელიც ჩვენი უდიდესი ძალაა. მოდით, დავაფიქროთ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები და საქართველოს ყველა გულანთებული მოქალაქე, არასდროს დავთმობთ სამართლიანობისთვის ბრძოლას.

გახსოვდეთ, გამარჯვება იწყება იქ, სადაც ჩვენ ვერთიანდებით, ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ ერთად!,“ - განაცხადა ფილფანმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა