ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

რიჩარდ ჰადსონი - ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

ნახვები: 697 რიჩარდ ჰადსონი - ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს

ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.

“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით“, - აცხადებს რიჩარდ ჰადსონი.

ამასთან, კონგრესმენი მარკ ვიზი (დემოკრატიული პარტია) აღნიშნავს, რომ აშშ და კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

“საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა და მისი ხალხი თავისუფლებისთვის გაბედულად იბრძვის. „MEGOBARI აქტი“ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ეს აუცილებელი მხარდამჭერი კანონპროექტია, რათა საქართველოში ჩვენს მოკავშირეებს დავეხმაროთ, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და თავიანთი თავისუფლებები დაიცვან“, - აღნიშნავს მარკ ვიზი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა