ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების ტემპი შეანელოს

ნახვები: 702 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმების ტემპი შეანელოს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდებას უზრდის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დღეს იყო მთავარსარდალ სირსკის, თავდაცვის მინისტრის, უმეროვის მოხსენება. ფრონტის, მხარდაჭერის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები ახლა მოწოდებას ზრდის. ეს აუცილებელია სიტუაციის გასათანაბრებლად. მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების და მიწოდების ტემპი ისეთი უნდა იყოს, რომ შეანელოს რუსეთის მხრიდან თავდასხმების ტემპი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სჭირდება მეტი იარაღი და ძლიერი პოზიცია დიპლომატიისთვის.

„ყოველი ქვედანაყოფი, ყოველი ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს ამას, ნორმალური მშვიდობის შესაძლებლობასთან გვაახლოებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა