საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia

„ჩვენ არ ვართ მთავრობის ვასალები, ჩვენ ვქმნით დოვლათს და ჩვენია ეს ქვეყანა“ - გიორგი აბრამიშვილი

08.12.2024 ნახვები: 664

DATA CENTER SOLUTIONS-ის თანადამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი ბიზნეს ერთიანობისკენ მოუწოდებს. როგორც მან „ბიზნეს კვირეულის“ სპეციალურ ეთერში საუბრისას განაცხადა, საქმიანმა საზოგადოებამ ქვეყანაში საკუთარი როლი უფრო მეტად უნდა გაიაზროს, ხელისუფლებამ კი როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების დაკვეთა უნდა შეასრულოს.

„ჩვენ ვერ გამოვდივართ ამ პოსტსაბჭოთა სინდრომიდან - ცეხავიკობიდან, რეალურად უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვქმნით ამ ქვეყანაში დოვლათს, ის 27 მლრდ ჩვენი გადასახადების მიხედვით არის შექმნილი. ამერიკაში მთავრობას ადმინისტრაცია ჰქვია, ადმინისტრატორია იმისა, რომ ბიზნეს მის მოქალაქეებს მოუგვაროს პრობლემები და არა ის, რომ ბიზნესი იყოს მისი ვასალი.

კარგად უნდა გავიაზროთ როგორ მივედით აქამდე, სწორად ითქვა აქ ჩემი კოლეგების მხრიდან, გვქონდა პროტესტი იმ მთავრობის მიმართ, რომელიც იყო. რატომ გვქონდა? დაუსჯელობის სინდრომის გამო, დაატერორა მისი მოქალაქეები, ბიზნესი და ა.შ. ახლა რეალურად არაფერი უკეთესი არ ხდება თუ არა უარესი. ვერ ვიხსენებ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის გალახვას და ამაზე რეაგირების არ ქონას.

ჩვენ პირველ რიგში ვართ შემქმნელები და ყველაფერს ეკარგება შინაარსი, რაზეა საუბარი როდესაც ღირსებას გართმევენ, თავისუფლებას გართმევენ? ვერანაირი ფული და კეთილდღეობას ამას ვერ გადაწონის. მგონია, რომ მთავარია გავერთიანდეთ და მაგალითი მივცეთ ყველას, დანარჩენ ბიზნესს. ჩვენ გვაქვს ეს ძალა, ჩვენია ეს ქვეყანა და არა მთავრობის, და ჩვენ მათი ვასალები არ უნდა ვიყოთ.

გამოსავალი საბოლოოდ არის ის, რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

bm.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა