უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ნახვები: 562 მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ქართველი ხალხისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად გავრცელებულ ერთობლივ წერილში მსოფლიოს სახელმწიფოების მოქმედი და ყოფილი ქალი ლიდერები აცხადებენ.

„ჩვენ, ხელმომწერი ქალი ლიდერები, ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში სოლიდარობას ვუცხადებთ. თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, სადაც 200 000-ზე მეტი მოქალაქე ქუჩებში რუსეთთან დაკავშირებული მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების პროტესტის ნიშნად გამოვიდა, ევროპული მომავლისა და დემოკრატიული კურსის მიმართ ქართველი ხალხის ღრმა ერთგულებას ხაზს უსვამს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ მმართველი პარტიის ქმედებები, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს.

„ხელისუფლების მხრიდან მუდმივი თავდასხმებისა და შევიწროების მიუხედავად, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მთავრობის ანტიდემოკრატიული ზომების დაგმობისას მტკიცე გამბედაობა და ლიდერობა გამოიჩინა. ის ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება ქვეყანაში, სადაც ამჟამინდელი მთავრობა ხელისუფლებაში საეჭვო არჩევნების გზით მოვიდა“, - აღნიშნავენ ლიდერები.

ისინი საერთაშორისო საზოგადოებას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.

„საქართველო იზოლირებული შემთხვევა არ არის: ის არის კრიტიკული ბრძოლის ველი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. როგორც ქალი ლიდერები, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი ზომები მიიღოს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხისა და პრეზიდენტის მტკიცე გამბედაობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელენ კლარკი, აშშ-ის 67-ე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, მექსიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პატრისია ესპინოზა, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, ფინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სანა მარინი, ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი წევრი მონიკა მაკუილიამსი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი მერი რობინსონი, ვიოსა ოსმანი-სადრიუ, კოსოვოს პრეზიდენტი ვიოსა ოსმანი-სადრიუ, ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი და აშში-ს ყოფილი ელჩი ქალთა გლობალურ საკითხებში, მელანი ვერვირი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა