ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

გაჟონილი კალანდარიშვილი, აქციაზე გამოჩენილი სადისტი ხარება და შეიშნებული ქართული ოცნება

ნახვები: 698 გაჟონილი კალანდარიშვილი, აქციაზე გამოჩენილი სადისტი ხარება და შეიშნებული ქართული ოცნება

ცესკოში გიორგი კალანდარიშვილის დასაცავად "ხარება" მიიყვანეს -  ზვიად ხარაზიშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ცესკოს შეფს სახეში შავი საღებავი "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირთაძემ შეასხა. 

"ტვ.პირველმა" გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, როგორ არის გამაგრებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი და გდდ-ს დანაყოფები. 

ზვიად ხარაზაშვილი ადგილზე მის მოადგილესთან, მირზა კეზევაძესთან ერთად იმყოფება.

თბილისის საპატრულო პოლციის შეფი, ვაჟა სირაძე, ტვ პირველს უყვება, რომ "ხარება" ცესკოსთან გამოიძახეს.

"ხარება არის პოლიციელი, როგორც ჩვენ ვართ და საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ ყველანი. რას ნიშნავს რატომ გამოცხადდა. პოლიციური დანაყოფის ხელმძღვანელები იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. რა მნიშვნელობა აქვს, ხარება იქნება თუ ვინ იქნება", - ამბობს ვაჟა სირაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა