ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია

თინა ბოკუჩავა - იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს

ნახვები: 558 თინა ბოკუჩავა - იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ნაწილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

„დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა