პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ოპოზიციას ვარწმუნებდით, საპარლამენტო სიები არ გაეუქმებინათ-არჩილ თალაკვაძე

ნახვები: 519 ოპოზიციას ვარწმუნებდით, საპარლამენტო სიები არ გაეუქმებინათ-არჩილ თალაკვაძე

ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" დღეს მხარს დაუჭერს რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერებას.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია უმრავლესობის შიგნით და არ შეიცვლება.

„მანდატებთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობის შიგნით მსჯელობა, რომელიც არ შეიცვლება. დღეს კენჭისყრით სწორედ გავაფორმებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ შემთხვევებში, შეწყდეს მანდატი, ვინაიდან თითოეულ შემთხვევაში გვაქვს ამის კანონიერი საფუძველი. კანონმდებლობა და პარლამენტის რეგლამენტი სწორედ გვავალდებულებს, რომ მივიღოთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მანდატების შეწყვეტას დღეს „ქართული ოცნება" დავუჭერთ მხარს. ამის შემდეგ, იცით რომ ოპოზიციას პარლამენტში რჩება 60-ზე მეტი წარმომადგენელი. შესაბამისად, მათ შეეძლებათ, სრულად განახორციელონ თავისი უფლებამოსილება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა