უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა-თამარ გაბუნია

ნახვები: 562 პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა-თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და სხვა მაჩვენებლები, რაც ეპიდვითარებას განსაზღვრავს, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა.

მისივე თქმით, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა, ამაზე უფრო საფუძვლიანი საუბარი შესაძლებელი იქნება კიდევ ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ.

„ამ დილით დაფიქსირდა კორონავირუსის 19 000 ახალი შემთხვევა, რაც გასული სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით, დაბალია. ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად, მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში, მიმდინარეობაში გადავიდა. ეს გარკვეულწილად იმედმომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე მაინც უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, ვიდრე ჩვენ გვექნება საფუძველი, ვთქვათ, რამდენად გადაილახა, რამდენად მოხერხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის" ტალღის პირობებში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა