ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
არჩილ იაკობაშვილი - რუსეთისთვის რომ სანქციები დაეწესებია საქართველოს 2022 წელს, განსაკუთრებით კაპიტალის მიმართულებით, გაცილებით უფრო მეტი კერძო კაპიტალი შემოვიდოდა რუსეთიდან ე.წ. "კარგი რუსების" მიერ
რეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ დააწესონ მიზნობრივი სანქციები, ასევე, ევროკავშირის ფარგლებში სავიზო აკრძალვა რეჟიმის წარმომადგენლებისა და ხელშემწყობი პირების მიმართ
ტყიბულში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა
ხვიჩა კვარაცხელიას დუბლი ჩემპიონთა ლიგაზე
ევროკომისარი ვოპკე ჰუკსტრა - მსგავსი ქმედებებითა და კანონებით საქართველოს ნამდვილად არ აქვს სიცოცხლისუნარიანი გზა ევროკავშირის წევრობისადმი, არც 2030 წლისთვის
დაინიუს ჟალიმასი - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავლის ჰაბი გახდა

ვაძლევთ პირობას, რომ ოთხი წელი ბაზაში არ გადამოწმდებიან-აზარაშვილის პირობა შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ პირებს

14.02.2022 ნახვები: 1002

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა გულისხმობს მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, სოფლებში 10 ათასობით სამუშაო ადგილს და მათ ექნებათ სამი ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამა გათვლილია დაახლოებით 200 ათას შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ პირზე.

როგორ ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებს, თუ დაადასტურებენ, რომ სხვაგან არიან დასაქმებული და არ სურთ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვა, ვაძლევთ პირობას, რომ ოთხი წლის განმავლობაში არ გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო საზოგადოებრივი დასაქმების პროექტზე მუშაობა. ამ მიზნით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები, ამ მაგალითებიდან და მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, დღეს უკვე პრემიერმა განაცხადა, რომ მარტიდან აქტიურად ვიწყებთ ამ პროექტს. პროექტი გულისხმობს მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, სოფლებში 10 ათასობით სამუშაო ადგილს, სადაც ჩვენს შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ სამუშაოებს. ამ შემთხვევაში, მათ ექნებათ სამი ალტერნატივა.

დაახლოებით ამ 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან, ვფიქრობთ, სულ მცირე 200 ათასი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველია და სწორედ მათზეა გათვლილი ეს პროგრამა. თუ არიან სადმე სხვაგან დასაქმებული, გააკეთონ ამის ლეგალიზება და იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ სხვაგან არიან დასაქმებული და არ სურთ ჩვენს საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ჩართვა, მაშინ ჩვენ ვაძლევთ პირობას, რომ ოთხი წლის განმავლობაში ისინი და თავის ოჯახის წევრები არ გადამოწმდებიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში.

ასევე მეორე ალტერნატივა აქვთ, მიიღონ ჩვენი შეთავაზება, აირჩიონ საზოგადოებრივი დასაქმების ერთ-ერთი სამუშაო და თვის განმავლობაში, დამატებით, რასაც სოციალურად დაუცველის სტატუსიდან გამომდინარე იღებს, ის დარჩება და დამატებით კიდევ 300 ლარს მიიღებს. ასევე, ოთხი წლის განმავლობაში, მათაც პირობას ვაძლევთ, რომ არ გადამოწმდებიან და მათი ქულები არ გადაიხედება.

მესამე ალტერნატივაა ის, რომ არ დათანხმდნენ არც ერთზე და ერთი წლის შემდეგ, ჩვენ გადავამოწმებთ მათი ქულების ოდენობას სოციალურად დაუცველთა ბაზაში და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, იყვნენ ამ ბაზაში, თუ არა.

იქიდან გამომდინარე, რომ ორი წლის განმავლობაში იყო გამოცხადებული მორატორიუმი და სოციალურად დაუცველთა ბაზას მხოლოდ ემატებოდა ახალი წევრები, ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა უფრო სამართლიანია და არავის აღარ ექნება კითხვა და პრეტენზია იმაზე, რატომ გადამოწმდა და ამ სიაში აღარ უნდა იყოს", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა