ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

თაკო ჩარკვიანი - სურვილი მაქვს, სალომე ზურაბიშვილს ორიოდ სიტყვა ვუთხრა

ნახვები: 460 თაკო ჩარკვიანი - სურვილი მაქვს, სალომე ზურაბიშვილს ორიოდ სიტყვა ვუთხრა

პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხს დააყენებს.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, ამ შეხვედრიდან ნაკლები მოლოდინი აქვს.

„ზუსტად ვიცი, დღეს რაზე მინდა მას ვესაუბრო. მინდა, ვესაუბრო საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მესმის, რომ ვერ მიიღო პოლიტიკური აქტის გადაწყვეტილება, ეს შეწყალება იყო თუ ამნისტია, რომელზეც ჩვენ საუბარი გვქონდა და უფრო გაურთულდა, მაგრამ ვფიქრობ, იქნებ როგორმე მიიღოს მონაწილეობა, რომ სარეაბილიტაციოდ გაუშვან საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ სირცხვილი არ დაგვემართოს ქვეყანას. მე პირადად სურვილი მაქვს, რომ ამაზე ორიოდ სიტყვა ვუთხრა და მაინტერესებს, თავად როგორ წარმოუდგენია სამომავლოდ ამაზე შეთანხმება. უთუოდ უმაღლესი ინსტიტუცია, ობიექტური მინდა ვიყო მის მიმართ, მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა რუსულ ვექტორთან მიმართებაში. ბოლო გამოსვლაში მან დაიწყო საუბარი, რომ რუსეთი აგრესორია, რაც ვერ ვათქმევინეთ ვერავის ხელისუფლებიდან. მოკლედ, მთელი რიგი კითხვები მაქვს, ვნახოთ", - განაცხადა ჩარკვიანმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა