თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონსა და რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ნახვები: 564 ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონსა და რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონსა და რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის რადამ კანონპროექტი, რომლის მიზანს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდის აკრძალვა წარმოადგენს და რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აიკრძალოს, 20 აგვისტოს მიიღო. მას მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონსაც მოაწერა.

შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება 21 აგვისტოს მოახდინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა