უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა, ჩემი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი!

ნახვები: 562 რომან გოცირიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა, ჩემი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი!

ეს ხატია დეკანოიძის პერსონალური გადაწყვეტილებაა - რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი! ჯერ კიდევ არ ვკარგავ გამსხვილების პროცესის გაგრძელების იმედს, - ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძის “ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნებას “ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე.

როგორც გოცირიძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, დეკანოიძემ პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება იმ პლატფორმიდან ჩათვალა საჭიროდ, სადაც დღეს წარადგინეს.

“დღეის მდგომარეობით გამოკვეთილია ოთხი ოპოზიციური ცენტრი. ბოლომდე არ არის ამოწურული შესაძლებლობა იმისა, რომ მეტი გამსხვილება მოხდეს. გამსხვილებაში ერთიან სიას და ყველა ოპოზიციური პარტიის ერთიან ბლოკად გაერთიანებას არ ვგულისხმობ.

იკვეთება, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ოთხი ცენტრით წარსდგება. აუცილებელია არ დარჩეს არც ერთი ოპოზიციური პარტია, თუნდაც პატარა პარტია, რომელსაც თავის სეგმენტში ცოტა თუ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს, ასევე ცალკეული დეპუტატები, ვინც ამ ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან ერთ-ერთში არ გაწევრიანდება და ოპოზიციას ამა თუ იმ ფლანგიდან საკუთარი რესურსებით არ დაეხმარება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

“ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე “ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე კობა ნაყოფიამ ბრიფინგზე განაცხადა, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა