ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

გიგა ბოკერია - გიგი უგულავას აბსურდულ იდეას სერიოზულად ვერ განვიხილავთ

ნახვები: 462 გიგა ბოკერია - გიგი უგულავას აბსურდულ იდეას სერიოზულად ვერ განვიხილავთ

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აბსურდულს უწოდებს გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიადნენ.

ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველო“ ამ იდეას სერიოზულად ვერ განიხილავს.

„პოლიტიკური გაერთიანება უნდა ემყარებოდეს ღირებულებებს, შეხედულებებს. ნებისმიერი სხვა ტიპის გაერთიანება ან თვითონ არის წარუმატებლობისთვის განწირული, ან ქვეყანას მოუტანს წარუმატებლობას და კატასტროფას, ამის ნათელი მაგალითია „ქართული ოცნება”. ამიტომ, ამ იდეას ჩვენ – „ევროპული საქართველო“ არც კი განვიხილავთ სერიოზულად. ამ აბსურდულ იდეას სერიოზულად ვერ განვიხილავთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა