კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

თინა ბოკუჩავა - უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი რუსული კანონის მიღების შემდეგ დგამს

ნახვები: 575 თინა ბოკუჩავა - უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი რუსული კანონის მიღების შემდეგ დგამს

უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა იმ ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი რუსული კანონის მიღების შემდეგ დგამს. ივანიშვილი ქართველ ხალხს აღარიბებს და საერთაშორისო ინვესტიციებს გვაკარგვინებს. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, USAID-ის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტის შესახებ.

მისი თქმით, დაფინანსებების შეჩერება მმართველი პარტიის მხრიდან მიღებულმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა გამოიწვია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მილიონობით დოლარს და ევროს კარგავს ჩვენი ქვეყანა და საქართველოს თითოეული მოქალაქე, იმ ანტიევროპული, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ნაბიჯების გამო, რომელსაც ივანიშვილი დგამს მას შემდეგ, რაც მისმა ხელისუფლებამ მიიღო კრემლის ანალოგი „რუსული კანონი“. „რუსული კანონი“ და ივანიშვილის პრორუსული ანტიდასავლური ხელისუფლება აღარიბებს ქართველ ხალხს, გვაკარგვინებს საერთაშორისო ინვესტიციებს და დახმარებას. ამ ყველაფრის დასრულების შანსი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ერთიანობით გავიმარჯვებთ და არა მხოლოდ დავიბრუნებთ იმ ათეულობით მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც აქამდე საქართველო იღებდა, არამედ მნიშვნელოვნად გავზრდით და საქართველოს ევროკავშირში უმოკლეს ვადებში შევიყვანთ. ამის გარანტიას ვაძლევ თითოეულ მოქალაქეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველო უმოკლეს ვადაში გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც გახსნის უდიდეს შესაძლებლობებს საქართველოსთვისა და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის კონკრეტულ დაფინანსებას საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა