კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მამუკა მდინარაძე - არჩევნების შემდეგ დაიწყება აქციები მოგონილი, ყალბი ახალი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად - „არჩევნები გაყალბდა“

ნახვები: 576 მამუკა მდინარაძე - არჩევნების შემდეგ დაიწყება აქციები მოგონილი, ყალბი ახალი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად - „არჩევნები გაყალბდა“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაიწყება აქციები „მოგონილი, ყალბი ახალი აფერით“, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად - „არჩევნები გაყალბდა“.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტია „ლელოს“, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პირი შეუერთდა, „საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს“.

ამასთან, მდინარაძის თქმით, ოპოზიციაში ახლა „სერიოზული შფოთვა მიდის იმაზე, რომ რამენაირად ბარიერის გადალახვა შეძლონ“.

„არაფერი კონფიგურაცია იქ არ არის, უბრალოდ, რასაც დაავალებენ, იმას ამბობენ, იმას აკეთებენ. წვალობენ რაზე - ერთი საკითხია მთავარი, გამარჯვებაზე თავადვე კი არ აქვთ ილუზია, როგორ გადალახონ ბარიერი, ამაზე მიდის ახლა სერიოზული შფოთვა და წვალება მათი მხრიდან. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ რამენაირად ორმა, სამმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ამის თქმა გარანტირებულად შეიძლება - აქციები აუცილებლად იქნება მოგონილი, ყალბი ახალი აფერით, რომელსაც ერქმევა დაფინანსებული პროექტი სახელად - „არჩევნები გაყალბდა“. მეორე მხრივ, რაც შეიძლება მეტმა პარტიამ უნდა გააპროტესტოს პარლამენტის შიგნიდან. მეტი მიზანი არ აქვთ. [მამუკა] ხაზარაძეს ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს. დაიმატა ვიღაცები, მაგრამ ეს შანსი მაინც არ გამოუჩნდა. შესაბამისად, ახლა ზრუნვა იმაზე მიდის, მესამე ოპოზიციურმა აგენტურულმა პარტიამ იქნებ რამენაირად გადალახოს ბარიერი. მეორე გადალახავს თუ არა, ესეც არ იციან ზუსტად. მეტი ახალი ამბავი მათ კონფიგურაციებში არაფერი არ არის. უბრალოდ, ცდილობენ ბარიერის გადალახვას. ეს ხდება დავალების შესაბამისად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა