აშშ-ის საელჩო - 1992 წლის 23 აპრილს აშშ-მა თბილისში საელჩო გახსნა, დღეს, 34 წლის შემდეგ, სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებას საქართველოში
Prince Harry arrives in Ukraine on unannounced visit
War update: 159 battles on front lines; 36 enemy assaults repelled in Pokrovsk sector
Defense forces strike oil facilities in Samara and Nizhny Novgorod regions
Russian military loses another 1,100 troops and 58 artillery systems in war against Ukraine
Tochytskyi: Ukraine expects more countries to join Special Tribunal agreement soon
Spain provides Ukraine with 100 VAMTAC armored vehicles and artillery shells
Due to aircraft shortage, Russia returns worn-out equipment to service — intelligence

იენს სტოლტენბერგი - ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის

19.07.2024 ნახვები: 462

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები იმისთვის, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა:

„დიახ. მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, მას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი“.

მისი თქმით, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიხვდება, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცეა, შეიქმნება კონფლიქტის მოგვარების ისეთი პირობები, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.

“პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიაჩნია, ჩვენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვართ ხანგრძლივი დახმარებისთვის, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ გვექნება პირობები კონფლიქტის მოგვარებისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერის დრო არის ახლა და ადგილი არის - უკრაინა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა