კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

იაგო ხვიჩია - იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?

ნახვები: 576 იაგო ხვიჩია - იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?

ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა. შევთავაზე, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და დაჩქარებული წესით მიგვეღო კანონი, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტში არის მუხლები, რომელიც მოსაწონია, რომელიც დასახვეწია და რომელიც არ არის მოსაწონი.

„კანონპროექტს რომ წაიკითხავს პატიმარი, ხვდება, რომ ამ კანონის მიხედვით შეიძლება მას გათავისუფლება შეეხოს და იმის გამო, რომ პროცედურულად ზაფხულია, სხდომები არაა, ციხეში ტყუილად ორი თვე უწევს ჯდომა. ჩემი შეთავაზება იყო - ყველაფერს ვიხილავთ დაჩქარებულად, საჭიროა ეს თუ არა, მოგვეწვია რიგგარეშე სხდომა და მიგვეღო კანონი დაჩქარებული წესით, რაზეც გვითხრეს უარი. მე არ მგონია, რომ ციხეში ერთი ან ორი ზედმეტი თვე ჯდომა ვინმესთვის მოსაწონი იყოს.

„მადლი თუ ქენი, ზედ მარილიც მოაყარეო“, - დაახლოებით ამის მცდელობა მქონდა, მაგრამ არ გამოვიდა.

არის მუხლები ამ კანონში, რომელიც მომწონს. არის მუხლები, რომელიც უფრო მომწონს, ვიდრე არა, მაგრამ გაუმჯობესებას საჭიროებს და არის მუხლები, რომელიც არ მომწონს. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ამნისტია არ ვრცელდებოდეს საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე? ეს ხომ არაფერ შუაში არაა სამართლიანობისა და თანასწორად მოპყრობის პრინციპთან. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი გადმოკვეთა, ადამიანებს, რომლებიც ციხეში ამ მუხლით იხდიან სასჯელს, რატომ არ უნდა შეეხოთ ამნისტია?“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა