კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა
Canada warns Russia: NATO will not be intimidated by “provocations”
U.S. House passes Lindsey Graham sanctions bill targeting Russia
81 companies have joined private air defense project -- Defense Ministry
Enemy sabotage activity in Chernihiv and Sumy regions may increase — Demchenko
Russia awards commander of ship that fired flares at Danish Air Force helicopter

პეტერ ფიშერი - საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა

ნახვები: 1111 პეტერ ფიშერი - საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა

საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

როგორც ფიშერმა საერთაშორისო კონფერენციის „ევროკავშირის გაფართოება – გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“ გახსნამდე განაცხადა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ძალიან სამწუხაროა.

ელჩის თქმით, გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში.

„დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. აქ არის გერმანიის პარლამენტის სამი წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პროცესში, გაწევრიანების პროცესში, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში. გერმანიის მხრიდან ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის და ღრმა ურთიერთობა. ჩვენ აშშ-სთან ერთად ვართ საქართველოსთვის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ, გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს“, – განაცხადა ფიშერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა