ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

„ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ-გამყრელიძე

ნახვები: 457 „ომიკრონის“ შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ-გამყრელიძე


იმუნიზაციის საბჭოს სხდომა დასრულდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, განიხილეს 2022 წლის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის 70%-ის აცრას

„ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე, ანუ წლის პირველ 6 თვეში, თუ გვინდა, რომ პანდემია შევაჩეროთ, შევაკავოთ და პანდემიიდან შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ, იმიტომ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, ისე ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების მთავარი გზა საყოველთაო იმუნიზაციაზე გადის." განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, შემოთავაზებულია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას, მონეტარული წახალისების გაგრძელებას და აქცენტის გაკეთებას ბუსტერ დოზებზე.

„ომიკრონის" შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი დღეს მესამე აცრა გახლავთ, „ომიკრონს" ახასიათებს შედარებით მაღალი რეინფიცირების მაჩვენებელი. მრავალი კვლევით დადგენილია, რომ ინფიცირებისგან დაცვა 80%-ზე მაღალია და ასევე, რა თქმა უნდა, დაცვა მაღალია ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს „ბუსტერ" დოზა. აქედან გამომდინარე, გეგმაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია მეტი აქცენტი „ბუსტერზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა