ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია-ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ნახვები: 461 მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია-ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილს შეხვდა


"ის უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის. წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდა",-ამის შესახებ
"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულების შემდეგ განაცხადა.

"ის უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის. წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდა. ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია.

მე ექიმი არა ვარ, მაგრამ კვალი იგივე შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც ის იმყოფებოდა და იმყოფება, რა თქმა უნდა, არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით და სხვდასხვა. ამაზე ალბათ ექიმებმა უფრო უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და მათ არ აქვთ საშუალება კომუნიკაციის." განაცხადა ხოშტარიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა