საბა სხვიტარიძე - უკან ყურებით მომავალს ვერ ავაშენებთ, არავის აინტერესებს მხოლოდ წარსული, დღეს გვჭირდება აწმყო და მომავალი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - შვებით ამოვისუნთქე, რომ დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი და სადილზე დამსწრე ყველა პირი უსაფრთხოდ არიან
არჩილ იაკობაშვილი - მამუკა მდინარაძის ანტიკონსტიტუციური ფუნქციები და რეალობა - ქვეყანას პროპაგანდის სახმინისტრი ეყოლება
ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ მისი სამიზნე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები იყვნენ
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის სადილზე, რომელსაც დონალდ ტრამპიც ესწრებოდა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა
15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
დონალდ ტრამპი - ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ
გოჩა მირცხულავა - სად არის ხალხი, რომელსაც ღირსება აქვს?

თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

30.06.2024 ნახვები: 492

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თინა ბოკუჩავამ ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში „ევროპის სახალხო პარტიას“ სიტყვით მიმართა.

“ახლახან დავიკავე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არის საქართველოში. უნდა აღვნიშნო, რომ წინა თავმჯდომარეს გადადგომა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული თავდასხმისას მიღებული მძიმე ფიზიკური დაზიანებების შედეგად მოუწია.

ამგვარი თავდასხმები ხშირი, სისტემური და მთავრობის მიერ ორგანიზებულია, ხოლო დამნაშავეები კი, დაუსჯელნი არიან.

მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ რუსეთის მავნე გავლენა საქართველოში ძალიან სწრაფად ვრცელდება. სამწუხაროდ, დესტაბილიზაციის წყარო არ არის მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც. ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული საქართველოს მთავრობა, რომელიც აძლიერებს კავშირებს რუსეთთან და ასევე, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან, მაგალითად, ჩინეთთან.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინეთისთვის მიყიდვა ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას.

ამ ცვლილების სიმბოლური გამოხატულება იყო რუსული სტილის ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება. ყველა საპარლამენტო ასამბლეამ, მათ შორის, ნატოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეებმა პოზიცია ამ კანონის შესახებ რეზოლუციებსა და განცხადებებში დააფიქსირეს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა გამოხატოს შეშფოთება საქართველოში სიტუაციის გაუარესების შესახებ.

ოქტომბერში საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ტარდება და გთხოვთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა სადამკვირვებლო მისიაში.

ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ცივილიზებული მსოფლიო მათ გვერდით დგას. საქართველოს პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის სურვილმა გაიმარჯვოს!”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა