ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

ხატია დეკანოიძე - საშიშია ეს ხალხი, შეშლილი ადამიანები არიან ქვეყნის მმართველობაში

24.05.2024 ნახვები: 501

საშიშია ეს ხალხი, შეშლილი ადამიანები არიან ქვეყნის მმართველობაში - “ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენელი აპირებს, რომ ამ შეშლილ ადამიანებს გადაყვეს,- ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არანაირი გეგმა არ აქვს და მხოლოდ “საკუთარი ფინანსების, უსაფრთხოების გადარჩენაზე ფიქრობს”.

“ერთადერთი მოკავშირე, რომელიც “ქართულ ოცნებას” ჰყავდა, უნგრეთი იყო და ვარჰეი, რომელიც ევროკომისარი და ორბანის ხელისუფლების წარმომადგენელია. “ქართული ოცნების” საერთო "ჩატებში" ვრცელდებოდა, რომ ევროკომისია კონსენსუსს ვერ მიაღწევდა დასანქცირებაზე “ქართული ოცნების”, რადგან ფიქრობდნენ, რომ უნგრეთი ვეტოს დაადებდა. ახლა უნგრეთის წარმომადგენელს, ევროკომისარს, კობახიძე (რომელსაც ჩემი კომენტარი არ სჭირდება, სხვა სახის დახმარება სჭირდება) ადანაშაულებს შანტაჟში, მკვლელობის მცდელობაში და ყველაზე უფრო წარმოუდგენელ გზავნილს ავრცელებს. ამიტომ, კი შესაძლოა, ამ ადამიანებს, ივანიშვილს, კობახიძეს სხვა სახის დახმარება სჭირდებათ, მაგრამ მინდა მოვუწოდო “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მაინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რაიმე გეგმა აქვს - ივანიშვილს არაფერი გეგმა არ აქვს. მხოლოდ საკუთარი ფინანსების, უსაფრთხოების გადარჩენაზე ფიქრობს. იგი ყველას მოისვრის, როგორც მოისროლა ბევრი საკუთარი თანაგუნდელი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ: საშიშია ეს ხალხი - შეშლილი ადამიანები ქვეყნის მმართველობაში”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

რაც შეეხება აშშ-ის მხრიდან სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის დაწესებას, დეკანოიძის თქმით, ეს სანქციების მხოლოდ პირველი ეტაპია.

“მინდა გავაფრთხილო ყველა და ვუთხრა “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებიც აპირებენ, რომ სამშაბათს ვეტო დაძლიონ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით: ეს არის სანქციების პირველი ეტაპი. ეს სანქციები შეეხება ყველა აღმასრულებელ პირს საქართველოს ხელისუფლებაში, ყველა პროკურორს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ვინც ადამიანებზე ძალადობენ, ასევე სანქციები შეეხებათ მერებს; მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს; ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ჩაიდინა მოღალატეობრივი აქტი, მაშინ როდესაც აშშ-მა გადაწყვიტა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა, ეს უდრის ეროვნული ინტერესების ღალატს, ეს არის ყველაზე მძიმედ შესაფასებელი საქართველოს მოქალაქეებისგან. სანამ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა, სრულ იზოლაციაში ვიქნებით. კობახიძე, ივანიშვილი და ყველა ეს ადამიანი - ივანიშვილის კოჰორტა, მისი პროქსები იზოლაციისკენ მიდიან და უნდათ, საქართველო რუსულ ჭაობად გადააქციონ.

ასევე, სანქციები შეეხებათ პროპაგანდისტებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ავრცელებს პროპაგანდას”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა