ვიქტორ ოსიმენი - ჩემთვის საუკეთესო პარტნიორი კვარაცხელია იყო
დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის მეფისა და დედოფლის პატივსაცემად შოტლანდიურ ვისკიზე ტარიფები გააუქმა
ლონდონში მომხდარი თავდასხმის გამო დიდი ბრიტანეთის ეროვნული საფრთხის დონე გაზარდეს
მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქის "არჩევნების" სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ - რეიტინგში საქართველომ 21 ადგილით უკან დაიხია და მსოფლიოში 135-ე ადგილს იკავებს
პიტ ჰეგსეტი - პენტაგონმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოყო
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 125 აშშ დოლარს გადააჭარბა
მიხეილ სააკაშვილი - იმოქმედეთ, გადადით შეტევაზე, დაირაზმეთ-თქო და სანაცვლოდ ამიყვირდნენ "ერთპიროვნული ლიდერობა უნდა მიშასო"

ვახუშტი მენაბდე - პრეზიდენტმა “მანიპულაციებში არ შესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი

15.05.2024 ნახვები: 465

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ვეტოსთან დაკავშირებით მოლოდინებზე და იმ პროცედურებზე მოკლე მიმოხილვას ავრცელებს, რაც მისი აზრით, "რუსული კანონის" მესამე მოსმენის შემდეგ შეიძლება პრეზიდენტის საჯარო განცხადებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლოა, განვითარდეს.

"რამდენიმე განმარტება ვეტოზე, სწორი მოლოდინები რომ გვქონდეს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ყველა იმაზე ვფიქრობთ რას აპირებს პრეზიდენტი. რამდენიმე დღის წინ მან თქვა: “ვეტოს ნამდვილად წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ მანიპულაციაში არ შევალ.” ამ სიტყვებმა შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პრეზიდენტმა შეიძლება კანონს ვეტო შენიშვნების გარეშე დაადოს, მაგრამ არა, რადგან კონსტიტუცია ასეთ რამეს არ იცნობს. არა მგონია პრეზიდენტს ეს ეგულისხმა.

  1. ყოველდღიურობაში რასაც “ვეტოს” ვუწოდებთ, სინამდვილეში “მოტივირებული შენიშვნებია”. ჩვენი კანონმდებლობა არ იცნობს ტერმინს “ვეტო”;
  2. 2. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეგზავნება პრეზიდენტს, რომელიც (ა) ხელს აწერს და აქვეყნებს მას, ან (ბ) “მოტივირებული შენიშვნებით” უკან აბრუნებს პარლამენტში;
  3. 3. ამისთვის პრეზიდენტს 2 კვირა აქვს;
  4. 4. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში შესაბამისი არგუმენტაციით პარლამენტს მიუთითებს: (ა) კანონის კონკრეტულ ჩანაწერებზე, რომლებიც მისთვის მიუღებელია და (ბ) სთავაზობს ახალ რედაქციას. ეს შეიძლება იყოს ახალი ფორმულირებები, ასევე შესაძლებელია, პრეზიდენტმა პარლამენტს კანონიდან ზოგიერთი ჩანაწერის საერთოდ ამოღება შესთავაზოს. ეს ნიშნავს, რომ მან დეტალურად უნდა გააანალიზოს კანონი და მონიშნოს ის დებულებები, რომლებიც, მისი აზრით, პრობლემას ქმნის და რომლებიც უნდა ჩანაცვლდეს (შესაბამისი ალტერნატივით), ან საერთოდ წაიშალოს;
  5. 5. პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით მთლიანად კანონის გაუქმებას ვერ მოითხოვს, თუმცა შეუძლია პარლამენტში კანონის არსებითად გადამუშავებული ვარიანტი წარადგინოს;
  6. 6. შემდეგ, პროცესი პარლამენტში ბრუნდება. სადაც უნდა განიხილონ ვეტოს საკითხი, თუმცა ამისთვის კონკრეტული ვადა არ არის განსაზღვრული;
  7. 7. პარლამენტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს ერთიანად უყრის: ან ყველაფერს იზიარებს არ არაფერს. ისე ვერ იქნება, ნაწილი გაითვალისწინოს, ნაწილზე კი უარი თქვას;
  8. 8. ვერ პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი უკვე წარდგენილ ვეტოში ვეღარაფერს შეცვლის. მოტივირებული შენიშვნების საპარლამენტო განხილვის დროს რომც მიაღწიონ შეთანხმებას, ამ შეთანხმებას კენჭს ვერ უყრიან;
  9. 9. შენიშვნების გასაზიარებლად საკმარისია დამსწრეთა უმრავლესობის (თუმცა არანაკლებს 50 დეპუტატისა) მხარდაჭერა;
  10. 10. თუ პარლამენტი არ ეთანხმება პრეზიდენტს მას შეუძლია ვეტო დაძლიოს. ვეტოს დასაძლევად, ჩვენს შემთხვევაში, საჭიროა 76 ხმა, ოცნება კი 84-ს აკონტროლებს;
  11. 11. ამის შემდეგ მიღებული კანონი ისევ პრეზიდენტს ეგზავნება. მას ვეტოს მექანიზმის ხელახლა გამოყენების უფლება არ აქვს;
  12. 12. პრეზიდენტს შეუძლია არ მოაწეროს ხელი კანონს. მაგრამ ეს სიმბოლური აქტია, სამართლებრივად არაფერს ცვლის. მის ნაცვლად კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე;
  13. 13. ამის შემდეგ კანონი ძალაში შედის, თავად ამ კანონითვე განსაზღვრულ ვადებში. რომ შევაჯამო: (ა) პრეზიდენტი ვეტოთი, უბრალოდ, “კანონი არ ვარგა და გასაუქმებელია” ვერ იტყვის. მან პარლამენტს ალტერნატივად კონკრეტული რეგულირებები უნდა შესთავაზოს; (ბ) ოცნებას საკმარისი ხმები აქვს ვეტოს დასაძლევად.

აქვე მგონია, რომ პრეზიდენტმა “მანიპულაციებში არ შესვლის” ხსენებით უმრავლესობასთან წინასწარ კონსულტაციებზე თქვა უარი (რაც არა აუცილებელი, მაგრამ მიღებული პრაქტიკაა). იგულისხმა, რომ რასაც დავწერ, იმის განხილვა მოგიწევთ, მოლაპარაკებებს არ გავმართავო.

მას, ალბათ, არ უგულისხმია, რომ “ცარიელ” ვეტოს გააგზავნის პარლამენტში, რადგან ასეთ შემთხვევაში ვეტოს გამოყენებას საერთოდ ეკარგება აზრი. ასევე მომავალი კვირის დასაწყისში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და მოსალოდნელია, რომ ისიც მოახდენს გავლენას ამ პროცესზე.თუ რამე კითხვები გაქვთ ამ თემაზე მომწერეთ და სიამოვნებით გიპასუხებთ." - წერს ვახუშტი მენაბდე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა